კონფიდენციალობა

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება
https://www.suncitys.ge -ს მიერ?
https://www.suncitys.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.  

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;  
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალუი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

  • თქვენთან ურთიერთობისთვის;
  • ვებ-გვერდით სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს სერვისებს    
  • ჩვენს  მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
  • ჩვენი ბრენდების,  მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
  • ჩვენი პ მომსახურების მისაწოდებლად;
  • კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
  • ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
  • ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

ჩვენი მიზანი:

  • მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო  მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
  • მომსახურების განვითარება;    
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი  მომსახურების მისაღებად;
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება https://www.suncitys.ge საშუალებით
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს;
  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.

თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენს საიტზე თქვენს მიერ შერჩეული სერვისის ყიდვის დროს შეგყავთ თქვენი პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენი საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

ასევე წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.